Friday, February 28, 2014

დღე მეცხრე

დღევანდელი დღე საინტერესო იმით იყო რომ ჩვენი სამუშაო თვალნთლივ დავინახეთ, საბოლოოდ გავაანალიზეთ და წარვადგინეთ პრეზენტაციის სახით. იყო კითხვები, შენიშვნები, რაც უფრო გვეხმარება პროექტის არსის უკეთ გააზრებაში. სასიამოვნოა საკუთარი ნაშრომის დასრულებული სახით ნახვა. თუმცა უფრო საინტერესოა მისი განხორციელება.მოუთმენლად ველოდები პროექტის დაწყებას.

პროექტის პრეზენტაცია

დღე მერვე

დღეს შევაჯამეთ ჩვენი ნამუშევრები, შევამოწმეთ რომ წესრიგში გვქონოდა პორტფოლიოს ყველა საქაღალდე. ეს პორტფოლიო უკვე ჩვენს ბლოგზე ავტვირთეთ. განვიხილეთ ჩვენი პროექტები მთლიანობაში.

Sunday, February 23, 2014

დღე მეშვიდე

დღეს მოსწავლის ნნიმუშის პრეზენტაცია გავაკეთე. ძალიან საინტერესო იყო. შევაფასეთ ჩვენივე შეფასების რუბრიკებით.ასევე მოვამზადე შეფასების ჩეკლისტი, რომელსაც გამოვიყენებ პროექტის მუშაობის პროცეში.

Friday, February 21, 2014

დღე მეექვსე

კითხვარის შედგენა - დღის აღმოჩენა! ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის გუგლის კითხვარზე მუშაობა. მისი გამოყენება მრავალნაირად შეიძლება. ეს უკვა ჩვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული. აქტტიურად გამოვიყენებ პროექტზე მუშაობის განმალობაში. მოსწავლის ნიმუშის შედგენა დღევანდელი ტრენინგის კიდევ ერთი თემა იყო.დავალება მიღებულია და ველოდები მომავალ პრეზენტაციას.

Sunday, February 16, 2014

People are awesome!!!

დღე მეხუთე

დღეს შეფასებებს საბოლოო სახე მივეცით. მოვამზადეთ პროექტის შეფასების რუბრიკა. დიდი დახმარებაა ინტელის სახელმძღვანელოში თავმოყრილი რესურსები.