Friday, February 28, 2014

დღე მეცხრე

დღევანდელი დღე საინტერესო იმით იყო რომ ჩვენი სამუშაო თვალნთლივ დავინახეთ, საბოლოოდ გავაანალიზეთ და წარვადგინეთ პრეზენტაციის სახით. იყო კითხვები, შენიშვნები, რაც უფრო გვეხმარება პროექტის არსის უკეთ გააზრებაში. სასიამოვნოა საკუთარი ნაშრომის დასრულებული სახით ნახვა. თუმცა უფრო საინტერესოა მისი განხორციელება.მოუთმენლად ველოდები პროექტის დაწყებას.

პროექტის პრეზენტაცია

დღე მერვე

დღეს შევაჯამეთ ჩვენი ნამუშევრები, შევამოწმეთ რომ წესრიგში გვქონოდა პორტფოლიოს ყველა საქაღალდე. ეს პორტფოლიო უკვე ჩვენს ბლოგზე ავტვირთეთ. განვიხილეთ ჩვენი პროექტები მთლიანობაში.

Sunday, February 23, 2014

დღე მეშვიდე

დღეს მოსწავლის ნნიმუშის პრეზენტაცია გავაკეთე. ძალიან საინტერესო იყო. შევაფასეთ ჩვენივე შეფასების რუბრიკებით.ასევე მოვამზადე შეფასების ჩეკლისტი, რომელსაც გამოვიყენებ პროექტის მუშაობის პროცეში.

Friday, February 21, 2014

დღე მეექვსე

კითხვარის შედგენა - დღის აღმოჩენა! ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის გუგლის კითხვარზე მუშაობა. მისი გამოყენება მრავალნაირად შეიძლება. ეს უკვა ჩვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული. აქტტიურად გამოვიყენებ პროექტზე მუშაობის განმალობაში. მოსწავლის ნიმუშის შედგენა დღევანდელი ტრენინგის კიდევ ერთი თემა იყო.დავალება მიღებულია და ველოდები მომავალ პრეზენტაციას.

Sunday, February 16, 2014

People are awesome!!!

დღე მეხუთე

დღეს შეფასებებს საბოლოო სახე მივეცით. მოვამზადეთ პროექტის შეფასების რუბრიკა. დიდი დახმარებაა ინტელის სახელმძღვანელოში თავმოყრილი რესურსები.

Tuesday, February 11, 2014

დღე მეოთხე

დღეს შეფასებებზე ვისაუბრეთ. განვიხილეთ პროექტის სხვადასხვა სტადიაზე შეფასების განსხვავებული სახეობების შესაბამისობა. ვამზადებთ პრეზენტაციებს ჩვენი პროექტების წარსადგენად.

Saturday, February 8, 2014

დღე მესამე

ბუკლეტზე მუშაობის შემდეგ ჯერი კითხვებზე მიდგა. მუშაობის შემდეგ ჩამოვაყალიბე რამოდენიმე. აი ისინიც:
ზოგადი კითხვა:      რა სჭირდება ადამიანს 21-ე საუკუნეში?

თემატური კითხვები:   რამ გამოიწვია 21-ე საუკუნეში ამ სპორტის აქტუალობა?
                                                   რა უნდა ვიცოდეთ ვედრე პარაშუტით გადმოვხტები?
                                                 როგორ გავმიჯნოთ ექსტრემალური და არაექსტრემალური სპორტი?
                                              როგორ შეიცვალა ექსტრიმი წლების განმავლობაში?
                                            ვინ არის ექსტრემალი?

შინაარსობრივი კითხვები:    სად და როდის დაიწყო ალპინიზმი?
                                                                ექსტრემალური სპორტის რომელი სახეობები გვხვდება საქართველოში?
                                                             რომელი ქვეყანაა ბანჯი-ჯამფინგის სამშობლო?
                                                          რა არის ადრეანლინი? და როგორ გავლენას ახდენს ის ადამიანის ორგანიზმზე?

Sunday, February 2, 2014

დღე მეორე

მეორე დღე ჩემთვის ყველაზე საინტერესო იმით აღმოჩნდა, რომ ვისწავლე ბლოგის შექმნა და მასში მუშაობა. გავაკეთე პირველი პოსტი ჩემსავე პირველ ბლოგში, რომელიც ახალ პროექტს, ექსტრემალურ სპორტს ეთმობა. მუშაობის პროცესშია ბუკლეტიც. გამოიკვეთა, თუ რომელ საგნებთან მომიწევს თანამშრომლობა პროექტის განსახორციელებლად.

დღე პირველი

დღეს ჩვენნი ტრენინგის პირვალი დღე იყო. ახალმა დღემ ახალი საფიქრალი მოიტანა - პროექტის თემა. სახლში მისულმა გადმოვქექე სახელმძღვანელოები. ევრიკა - ექსტრემალური სპორტი. საინტერესოა, აქტუალურია, ამაღელვებელია... ჩემს მოსწავლეებს ნამდვილად მოეწონებათ. პროექტის თემა უკვე მაქვს, მაგრამ ნამდვილი მუშობა ახლა იწყება. იდეაში უკვა მაქვს ჩმაოყალიბებული როგორი უნდა იყოს ეს პროექტი, თუმცა მისი განხორცილებისთვის კონკრეტული კითხვები უნდა დაისვას და კონკრეტულ კითხვებს გაეცეს პასუხი. ჰმმ, საინტერესო იქნება...